LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს შორის ფრენებზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

14

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენებზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უწყების შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

 

წყარო: fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები