LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტების სამიზნე ევროპის ჩემპიონატი იყო

22

ტერორისტები, რომლებმაც ბრიუსელში აფეთქებები მოაწყვეს, ევრო-2016-ის სტადიონებზე შეტევას ამზადებდნენ.
გამოძიებამ ტერაქტების ორგანიზატორებისგან აღიარებითი ჩვენებები მიიღო.

”ტერორისტული დაჯგუფება აპირებდა საფრანგეთზე შეტევის განხორციელებას. პარიზის თავდასხმის წარმატებული გამოძიების გამო მათ მიიღეს გადაწყვეტილება ბრიუსელზე მიეტანათ იერიში”, – ნათქვამია ბელგიის პროკურატურის განცხადებაში.

ბრიტანული ”გარდიანის” მონაცემებით, დაკავებული ეჭვმიტანილის მოჰამედ აბრინის თქმით, ტერორისტების შეტევის მიზანი ევროპის ჩემპიონატის მატჩები იყო. ძიება ამ ჩვენების მართებულობას ამოწმებს.

შეგახსენებთ, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და ერთ-ერთ მეტროსადგურზე აფეთქება მოხდა (დაიღუპა 32 ადამიანი).
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის ქალაქებში 10 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება, რომლის დროსაც უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები