”ბეშიქთაშმა” ახალი სტადიონი გახსნა, რომლის ღირებულება 100 მილიონი ევროა და ყველა სავარძელი დისპლეით არის აღჭურვილი.
არენა 2.5 წელი შენდებოდა.
სტამბოლის ახალი სტადიონი 42 ათას მაყურებელს იტევს და მას ”ვოდაფონ-არენა” ქვია. იგი ძველი ”ინენ-არენას” ადგილზე ააშენეს. თითოეული სკამის საზურგეზე მონიტორი დააყენეს, სადაც მატჩის სახიფათო მომენტების ნახვა შეიძლება.
”ვოდაფონ-არენაზე” გამართული პირველ მატჩში ”ბეშიქთაშმა” თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ”ბურსას” 3:2 მოუგო. პირველი გოლის ავტორი გერმანელი მარიო გომესი გახდა.