მიუხედავად იმისა, რომ ,,კოაჩელაზე” ტეილორ სვიფტის ხილვას ლანა დელ რეის პერფორმანსისას ელოდნენ, ამერიკელი მომღერალი ფესტივალზე, აისი სფაისის გამოსვლისას დააფიქსირეს. ის ბოიფრენდთან, ტრევის კელსთან და ახალ ვარსკვლავურ წყვილ – საბრინა კარპენტერთან და ბარი კეოგენთან ერთად, ახალგაზრდა რეპერის წარმოდგენას თვალს პუბლიკიდან ადევნებდა.
34 წლის არტისტი სცენაზე არ გამოსულა. მეტიც, უნდა აღინიშოს, რომ მას ამ დრომდე ,,კოაჩელაზე” მონაწილეობა არც ერთხელ მიუღია.
ცნობისთვის, მაისიდან სვიფტი ,,ეპოქალურ ტურნეში” დაბრუნდება და ევროპაში იმოგზაურებს.