ქუთაისში მცხოვრებ 11 წლის ნუცა ფრუიძეს საზოგადოება „მასწავლებლების პაროდიებით“ იცნობს. მესამე კლასელმა გოგონამ თავისი სამსახიობო მონაცემებით მთელი საქართველო აალაპარაკა.
როგორც ნუცას დედა აღნიშნავს, ყველას ჰგონია, რომ ნუცას ერთი მასწავლებელი ჰყავს ამოჩემებული და მხოლოდ მის პაროდიას აკეთებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის. როგორც ნუცა ამბობს, ის რეალურად რაღაცებს კრებს და აერთიანებს.
ამჯერად, ნუცამ მორიგი პაროდია გამოაქვეყნა.
ვიდეო: ,,წარმატებები პატარა მსახიობს, საოცარი გოგოა” – 11 წლის უნიჭიერი ნუცა ფრუიძე ქუთაისიდან