LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ მსოფლიო ტურნე ,,კოაჩელაზე” მისი მოულოდნელი გამოჩენისას დააანონსა

118
skynews-shakira-coachella_6519620

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, 22 მარტს, შაკირამ მე-12 სტუდიური ალბომი – Las Mujeres Ya No Lloran გამოუშვა. დისკი, რომელიც ნაწილობრივ მისი ჟერარ პიკესთან დაშორებითაა შთაგონებული აღწერს, თუ როგორ იქცა ის გულგატეხილიდან – ძლიერ ქალად.

კრებულში რამდენიმე, მათ შორის Bizarrap-თან ახალი დუეტი – La Fuerte შედის. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 12 აპრილს, ,,კოაჩელაზე” წარდგა, სადაც რამდენიმე საათიანი სეტის დროს ყველასთვის მოულოდნელად, პუბლიკას კოლუმბიელი მომღერალი წარუდგინა. 47 წლის არტისტი არგენტინელი დიჯეის პერფორმანსზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოვიდა და მისი გამოჩენით, პუბლიკა შოკში ჩააგდო.

აღმოჩნდა, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, შაკირამ ,,ბრეიქინგის” გასაზიარებლად გამოიყენა. მისი სიმღერის დროს, ეკრანი წარწერით განათდა, რომლითაც შემსრულებლის ახალი ფირფიტის მსოფლიო ტურნე დაანონსდა.

ცნობილი გახდა, რომ Las Mujeres Ya No Lloran World Tour სტარტს ნოემბრიდან აიღებს და მომავალ წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები