ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.