მადრიდის ”რეალის” სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მადრიდის ორი სახლი გასაყიდად გამოიტანა.
”სამეფო კლუბის” ლიდერი ეტყობა გადასასავლელად ემზადება.
რონალდო რომ ესპანეთის დედაქალაქში ორ სახლს ყიდის, ამაზე ესპანური OK Diario წერს. მისი მონაცემებით, 7-საძინებლიანი სახლი რონალდომ 2010 წელს 4.9 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მზადაა მას 5 მილიონად შეელიოს. დედის სახლის გაყიდვას კი 2.5 მილიონად გეგმავენ.
OK Diario ვარაუდობს, რომ ასეთი განზრახვა დაკავშირებულია პორტუგალიელის კლუბის გამოცვლის სურვილთან.
რონალდო ”რეალში” 2009 წელს გადავიდა ”მანჩესტერ იუნაიტედიდან”.
ადრე იუწყებოდნენ, რომ 31 წლის ფეხბურთელით ისევ ”იუნაიტედი” და პსჟ იყვნენ დაინტერესებული.