2025 წლის 1-ლი იანვრიდან ბელგიაში ერთჯერადი მოხმარების ელექტრონულ სიგარეტებს აღარ გაყიდიან. ამის შესახებ tobacco reporter წერს.
ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ სიგარეტი მენთოლის, საღეჭი რეზინის თუ ალუბლის არომატით, მოზარდებს მოწევისკენ უბიძგებს და დამღუპველი ჩვევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ერთჯერადი სიგარეტი გარემოს აბინძურებს და შემადგენელი კომპონენტების დამსახურებით რთულად გადამუშავდება კიდეც.
მრავალჯერადი ვეიპი ბელგიის ბაზარზე ჯერ-ჯერობით დარჩება. საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტის დამსახურებით ბევრმა ზრდასრულმა ჩვეულებრივ სიგარეტზე თქვა უარი.
ბელგია გახდება პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის დასასრული დადგება. ანალოგიურ ინიციატივას ამჟამად საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია და ირლანდიაც განიხილავს.