LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

385
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა საკუთარ თავსა და სახლში „გენერალური დალაგების“ ჩატარებისთვის, ნეგატიური ფიქრებისგან, უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ოფიციალური დოკუმენტების შევსებისას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პარტნიორის მიმართ, ეცადეთ მეტად გაერკვეთ მის აზრებსა და გრძნობებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა კბილების, ხერხემლისა და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მალაქიტი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები