Apple ქმნის ChatGPT-ის კონკურენტს, რომელსაც უკეთ ესმის ადამიანებს. ReALM შეძლებს მომხმარებლის მოწყობილობის ეკრანზე ნაჩვენები კონტენტის დამუშავებას, ეს კი მას დიდ უპირატესობას მისცემს ChatGPT-სთან შედარებით, რომელსაც სურათების და PDF ფაილების დამუშავება შეუძლია.
როგორც Apple-ის ყველაზე გავლენიანი ინსაიდერი, მარკ გარმენი წერს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე Apple-ის რამდენიმე გუნდი გადაერთო და საბოლოოდ, მათ ისეთივე ენობრივი მოდელი შექმნეს, როგორსაც ნებისმიერი სხვა გენერაციული AI-ხელსაწყო ეფუძნება.
რაც შეეხება ახალ მოდელს, ის ოთხ ვერსიად გამოვა: ReALM-80M, ReALM-250M, ReALM-1B და ReALM-3B.
Apple დეტალებს, ივნისში გამართულ კონფერენციაზე გაამხელს.