ბრედ პიტის საყვარელი ქალი, ინეს დე რამონი პაპარაცებმა სანტა-მონიკაში გადაიღეს, როცა ის თავის ოთხფეხა მეგობარს ადრიანად ასეირნებდა. 31 წლის ინესის ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, უბრალო იყო. მას კუბოკრული ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა.
„როცა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ ბრედ პიტის შეყვარებული ხარ“, – წერენ კომენტარებში.
მედიის ცნობით, ინესი და ბრედი უკვე ერთად ცხოვრობენ, ტაბლოიდები იმასაც იუწყებიან, რომ წყვილი მზადაა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასავლელად.
ჩურჩული და სიტკბო – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი სანტა-ბარბარაში