LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება მომავალი შუქნიშნების გარეშე (ვიდეო)

29

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიგონეს ვირტუალური საგზაო მოძრაობის მოდელი შუქნიშნების გარეშე, რომელიც მომავალში საგზაო მოძრაობის წევრებს მგზავრობას გაუმარტივებს…

პრეზენტაციის დროს, წარმოდგენილი იქნა უპილოტო ავტომობილების ახალი ტიპის პროგრამული სისტემები, რომელიც მომავალში საგზაო მოძრაობის შეცვლას ითვალისწინებს. ეს იქნება მომავალი, რომელიც ქუჩებს უფრო მეტად გამოაცოცხლებს და მძღოლთა გადაადგილებას შუქნიშნების გარეშე უზრუნველჰყოფს.

კომპიუტერული სისტემების დახმარებით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უპილოტო ავტომობილების დახმარებით, შესაძლებელია თავი დავაღწიოთ ისეთ პრობლემას როგორიც საცობია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნიკის დანერგვით ქალაქის ქუჩები ბევრად უფრო გამტარუნარიანი გახდება.

სისტემა, რომელიც მეცნიერებმა წარადგინეს ავტომობილებს საშუალებას აძლევს გაცვალონ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციები. თუ მათ დავუჯერებთ, ამ სისტემით ძალიან ბევრი და პოპულარული ავტომწარმოებელია დაინტერესებული და სწორედ ეს სისტემა გახდება მომავლის ავტომობილების მთავარი წარმატების ფორმულა.

 

 

გარდა ამისა, სისტემას გააჩნია სდექ-სიგნალებიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ავტომობილის დამუხრუჭებას, უკან მომავალი ავტომობილისთვის საფრთხის არსებობის შეტყობინებასა და სხვა მაჩვენებლებს გამოიყენებს. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მსგავსი სისტემის დანრგვა მინიმუმამდე შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების პროცენტულ მაჩვენებელს.

ინტეგრირებული სენსორების დახმარებით, რომელიც მომავლის ავტომობილებში ჩამონტაჟება იგეგმება, შეიქმნება საავტომობილო ჯგუფები, რათა მგაზავრებმა, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სწრაფად შეძლონ A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილება. გარდა ამისა, ასეთი სისტემების გამოყენება, აუცილებლად განტვირთავს საგზაო მოძრაობას დიდ მეგაპოლისებშიც კი…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები