იტალიური მედია ქართველი მოდელის ნინი გოგიჩაიშვილისა და იტალიელ რეპერ Fedez-ის შესაძლო ურთიერთობაზე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპერმა და ,,მის საქართველო 2018“-მა სოციალურ ქსელში ერთი და იგივე ლოკაციიდან გამოაქვეყნეს ფოტო. ნინი და Fedez-ი გამოფენაზე იმყოფებოდნენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით პოსტები წაშალეს.
სწორედ პოსტის წაშლის შემდეგ რეპერისა და ნინის სავარაუდო ურთიერთობის საიდუმლო დამაინტრიგებელია იტალიური მედიისთვის. მედია ამტკიცებს, რომ ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენაზე რეპერი და მოდელი ერთად წავიდნენ.
ერთ-ერთი იტალიური მედია კი წერს რომ Fedez-ი მარტოხელა ცხოვრებას იწყებს.
,,კიარა ფერაგნისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ ჩანდა, რომ Fedez-მა, რომელიც ახლა შვილებთან ერთად მაიამიში იმყოფება, ახალი ცხოვრება დაიწყო, როგორც მარტოხელამ. სპორტდარბაზში გადაღებული ფოტოები, დასვენება მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, მდიდრული ახალი სახლი მილანში Castello Sforzesco-ს წინ და ახალი Ferrari – ეს ყველაფერი მისი ახალი ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია.
ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს შორის დიდია ინტერესი მის პირად ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი ორ ქალზე, რომლებიც მის გარემოცვაში ჩნდებიან – ესენია მისი პირადი ასისტენტი ელეონორა სესანა და სუპერმოდელი და ყოფილი ,,მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი”, – წერს მედია.
ამასთან, მედიაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, Fedez-ი ორიენტირებულია კარიერაზე და ახალ ცხოვრებაზე, როგორც მარტოხელა მამაკაცი.