საფრანგეთის და შესაძლოა მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე უხუცესმა ექიმმა პანდემიის დროს პაციენტები არ დატოვა და უფრო მეტიც, მათ სახლებშიც აკითხავს.
98 წლის კრისტიან შენემ, რომელიც სულ მალე 99 წლის იუბილეს იზეიმებს, პარიზის გარეუბანში მდებარე კლინიკა დახურა და სახლში, თვითიზოლაციაში წავიდა, რადგან კორონავირუსის სიმპტომები ქონდა. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში მას ერთი წუთითაც არ დაუსვენია და პაციენტებს ვირტუალურად იღებდა.
ორკვირიანი კარანტინის ამოწუვრის შემდეგ კი დოქტორი კრისტიანი საქმიანობას დაუბრუნდა და ერთგულ პაციენტებს სახლებშიც კი აკითხავს. მის პაციენტებს შორის მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლებიც არიან და მათი მიტოვება მისთვის დაუშვებელი იყო.
კრისტიანს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ საფრანგეთი პანდემიისთვის მზად არ იყო. იმის გამო რომ მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერაც არ არსებობს, ექიმი თავს უძლურადაც თვლის, თუმცა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მაინც აკეთებს.
შენე ახალგაზრდობაში უბრალო მუშა იყო. შემდეგ სამედიცინო განათლება მიიღო და თერაპევტი გახდა. მისი ვაჟიც ექიმია და უკვე პენსიაზეა გასული, თუმცა შენე პრაქტიკის მიტოვებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ექიმს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ესპანური გრიპი თუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რთული ვითარება ძალიან კარგად ახსოვს.