96 წლის დედოფალი ელისაბედი უინძორში გამართული დახურული ღონისძიების სტუმარი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, ეს გახლდათ სამეფო დოღის დასკვნითი ნაწილი, წვეულება, რომლის საპატიო სტუმრებს შორის ასევე იყვნენ მსახიობები ჰელენ მირენი და ტომ კრუზი.
საინტერესოა, რომ 96 წლის მონარქი ბრწყინავდა ღია ფერის კაბას და თვლებით გაფორმებულ ულამაზეს მოსასხამში. ის ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა და ყველას უღიმოდა.
სამეფო ოჯახის წევრებს შორის დახურულ წვეულებას ესწრებოდნენ, პრინცი ედვარდი და მისი მეუღლე სოფი.
დედოფალმა ელისაბეთმა ძაღლებისთვის ახალი სუნამო გამოუშვა, რომლის ფასი 13 დოლარია