ლეგენდარული მსახიობი, 50-იანი წლების სექს-სიმბოლო ჯინა ლოლობრიჯიდა დღეს 93 წლისაა და ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურად გამოიყურება. მსახიობი ამბობს, რომ ურთულესი ცხოვრების გზა განვლო და ამან უფრო გააძლიერა. ჯინა 12 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ამბობს, რომ ამ უმძიმესმა პერიოდმა განსაკუთრებულად ასწავლა ბრძოლა. 17 წლის ასაკში ის მონასტერში უნდა გაეშვათ, როდესაც სახლიდან წამოვიდა და ფოტოხელოვნებას მიჰყო ხელი. მალევე ის, სრულიად შემთხვევით, რამდენიმე ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამაზე ჯინას არასოდეს უოცნებია, მაგრამ ფულის გამო, დათანხმდა. ასე დაიწყო მისი საოცნებო კარიერა.
ზოგადად, კინოზე ლოლობრიჯიდა არასოდეს ყოფილა შეყვარებული. ამიტომ საგულდაგულოდ არჩევდა ფილმებს, სადაც მონაწილეობდა. ამბობს, რომ ხელოვნება მისი გატაცებაა, ამიტომ სკულპტურების დამზადებითა და ხატვით, ბევრად დიდი სიამოვნებას იღებდა. კითხვაზე, რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, ჯინა პასუხობს, რომ ეს სიცოცხლის სიყვარულია.