სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება.
ბათუმში, კლინიკა ბაუში, 92 წლის ბაბუმ, რომელსაც მხოლოდ ცალი ფილტვი აქვს, კორონავირუსი დაამარცხა.
ინფორმაციას კლინიკა ბაუ ავრცელებს.
“გაიცანით- 92 წლის აკაკი მჟავანაძე. ჩვენი გმირი ბაბუა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა.
აკაკი ბაბუ კოვიდ ცენტრში 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ის პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ უხუცეს პაციენტს მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს, ათწლეულების წინ მას ცალმხრივი პულმენოქტომია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მეორე ფილტვი ამოკვეთეს.
ჩვენი მედიკოსების დამხარებით აკაკი ბაბუმ ვირუსი დაამარცხა, ახლა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს უკვე შუახევში, მშობლიურ სოფელში გააგრძელებს,”-აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.