აშშ-ში ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და მხოლოდ ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებულ ცნობებს ეყრდნობა.
ცნობისათვის, დაჯგუფება „ვაგნერის“დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინის ყოფნა დაადასტურა „როსავიაციამ“.
„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე