LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

91 წლის ასაკში მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა

11015831_903415579724296_1835322128780952934_n

91 წლის ასაკში მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ბერძენიშვილის ფერწერული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია თანამედროვეობის განცდა, კომპოზიციის გრძნობა.

მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “დეკორატიული პანო” ბიჭვინთაში (1967), “ნავები” (1955, მხატვრის კუთვნილება), “მეუღლის პორტრეტი” (1956, მხატვრის კუთვნილება), “აბესალომ და ეთერი” (1968, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი); განსაკუთრებით საინტერესოა კ. გამსახურდიას რომანის “დიდოსტატის მარჯვენა”-ს ილუსტრაციები (1972, მხატვრის კუთვნილება). თბილისის სამხატვრო აკადემია მან 1956 წელს დაამთავრა.

მხატვარს 5 იანვარს 15:00 საათზე ვაკის კერძო სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები