საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, დაკარგულია 25 ადამიანი, ამ დრომდე სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
გამოძიებამ მხოლოდ გარდაცვლილთა ნაწილის იდენტიფიცირება შეძლო. დაშავებულთა დიდი ნაწილი კვლავ საავადმყოფოებში რჩება. ძლიერი ხანძარი საბერძნეთს ატიკის რეგიონში ზუსტად ერთი კვირის წინ გაჩნდა.
ცეცხლმა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლის რამდენიმე კერა რეგიონში მიზანმიმართულად გააჩინეს.