LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

91 553 – ქალების ახალი რეკორდი: ელ კლასიკო გადაიჭედა – დღის ფოტო

47
e6702b06211ec893b93c03b77fe1e

ქალთა „ბარსელონა“ ისტორიას წერს: ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში „რეალთან“ კლასიკომ 91 533 მაყურებელი შეკრიბა.

ეს არის ქალთა ფეხბურთზე დასწრების რეკორდის განახლება – მოიხსნა 1999 წელს დამყრებული რეკორდი.

წინა რეკორდი
1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი
პასადენა
აშშ- ჩინეთი 0:0 (პენ 5:4)
90 195 მაყურებელი

ქალთა საკლუბო ფეხბურთის რეკორდიც ბუნებრივია საგრძნობლად გაუმჯობესებულია. 2019 წელს „ატლეტიკო“-„ბარსელონას“ „ვანდას“ ტრიბუნებიდან 60 739 მაყურებელმა უყურა.

ჩემპიონთა ლიგის რეკორდმა კი 10 წელი გაძლო. 50 212 ქომაგი დაესწრო მიუნხენში „ლიონისა“ და „ფრანკფურტის“ დაპირისპირებას.

ქალების „ბარსელონა“ ჩვეულებრივ კრუიფის სახელობის საკლუბო ბაზის სტადიონზე თამაშობს და საშუალოდ 2 938 გულშემატკივარს აგროვებს (საუკეთესო შედეგია ესპანეთის ქალთა დივიზიონში).

რაც შეეხება მატჩს, „ბარსა“ 1:2 აგებდა, მაგრამ თამაში მოატრიალა და 5:2 მოიგო. ორი შეხვედრის ჯამში კი – 8:3.

თამაშს ვარსკვლავებიც დაესწრნენ. ჩავი და პუიოლი ვერ გამოტოვებდნენ ამ სანახაობას. მით უმეტეს ჩავის ნათქვამი აქვს, რომ ქალთა „ბარსა“ კატალონიური სტილის ეტალონია.

ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მატჩამდე მოზაიკა გამოფინეს: „მეტი ვიდრე უფლებებისა დ შესაძლებლობების გაფართოება“.

და კაცების კლასიკოს რომ შევადაროთ?
„კამპ ნოუსთვის“ სწორედ ქალების ფეხბურთი გახდა ყველაზე დასწრებადი ამ სეზონში. ოქტომბრის კაცურმა კლასიკომ 86 422 მაყურებელს მოუყარა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები