LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

900-მდე აღსაზრდელი დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 11 სხვა ბაგა-ბაღში გააგრძელებს

86

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის 900-მდე აღსაზრდელი დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 11 სხვა ბაგა-ბაღში გააგრძელებს. 125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები შენობების ავარიულობის გამო, გასულ კვირას სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და აღმზრდელებიც არ შეიცვლებიან.

რაც შეეხება ავარიულ შენობებს, დაწყებულია მათი გამაგრებითი სამუშაოები – პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.

„ბავშვები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში, მათთან ერთად – აღმზრდელი პედაგოგებიც და ადმინისტრაციული პერსონალიც. ჩვენ მუშაობა უკვე  დავიწყეთ და უახლოეს დღეებში ამ აღდგენითი, გამაგრებითი სამუშაოების პროექტი გვექნება. დღეიდან სასწავლო პროცესი ამ ბაღებში განახლდება,“ – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები