LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

900 ცხენის ძალიანი ჰიპერქარი სერიაში ჩაეშვა

60

არაბულმა ჰიპერქარების მწარმოებელმა კომპანია W Motors-მა განაცხადა, რომ კუპე Fenyr SuperSport სერიულად ჩაუშვა წარმოებაში. პირველად 900 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი დუბაის ავტოსალონზე, 2015 წელს გამოჩნდა. სულ კომპანია ასეთი 25 ავტომობილის აწყობას გეგმავს.

უკანა აძრავიანი ჰიპერქარი ალუმინის შასიზეა აწყობილი. Fenyr SuperSport-ის მასა 1 200 კილოგრამია.

ას კილომეტრს ჰიპერქარი 2,7 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კილომეტრ/საათია.

W Motors-მა თავისი პირველი ჰიპერქარი სახელად Lykan Hypersport 2013 წელს წარმოადგინა. ის 3,7 ლიტრიანი ოპოზიტური ბიტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 750 ცხენის ძალას ავითარებს.

რა ეღირება Fenyr SuperSport უცნობია. მოდელ Lykan-ის ღირებულება სამ მილიონ დოლარს აღემატებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები