ფლორიდას შტატის მაცხოვრებელმა ჩაკ კუკმა 90 წლის იუბილეზე წითელი ფერის Chevrolet Corvette Stingray იჩუქა. ყოფილი სამხედროს განცხადებით, მის კოლექციაში უკვე რამდენიმე ამერიკული სპორტქარია.
ახალი Chevrolet კი ვეტერანის ფარეხში უკვე მეოთხეა. თავისი პირველი „კორვეტი“ კუკმა 1981 წელს შეიძინა და მას შემდეგ მამაკაცი მხოლოდ კონცერნი GM–ის ავტომობილებით დადის. ყოველდღიური მოხმარებისთვის ის Chevrolet Equinox–ს იყენებს.
გარდა ახალი Corvette–ის მიტანისა, სადილერო ცენტრმა 90 წლის მყიდველისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. სპორტულ კუპესთან ერთად პენსიონერს ტორტიც მოუმზადეს და მასზე Corvette C8–ს ფოტო იყო გამოსახული. კუკს კი ერთი სული აქვს პანდემია დასრულდეს, რომ თავისი ახალი სათამაშო სპეციალიზირებულ გამოფენებზე წარადგინოს.
Chevrolet Corvette Stingray 6,1 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა დაკომპლექტებული და 520 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8 საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. კუპეს მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ–ია.