„90 მლნ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რის ექსპორტსაც უკრაინა აზიაში, აფრიკასა და ევროპაში გეგმავდა, ბლოკირებულია”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ოდესაში განაცხადა.
შმიგალის განმარტებითვე, პორტებზე წვდომის დაკარგვით, უკრაინა დღიურად 170 მლნ დოლარს კარგავს, ვინაიდან ქვეყანას საექსპორტო პოტენციალი ნახევარზე მეტად შეუმცირდა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, პროდუქციის ნაწილის ექსპორტი რკინიგზით და ხმელეთით ხორციელდება, თუმცა საქონლის რეზერვების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რჩება.