ქსელში 1991 წლით დათარიღებული ვიდეო გამოჩნდა, სადაც 9 წლის ქეით მიდლტონისა და მისი 7 წლის დის, პიპას ნახვა არის შესაძლებელი. გოგონებს ხელისმომკიდის კაბები აცვიათ და სიამოვნებით პოზირებენ მათი ბიძის, გერი გოლდსმიტის ქორწილში. 3 წუთიან ვიდეოში ჩანს მათი 3 წლის ძმა, ჯეიმს მიდლტონიც, რომელიც სმოკინგში არის გამოწყობილი.
მომავალი ჰერცოგინია, როგორც ჩანს, პატარაობიდანვე ნამდვილი პრინცესასავით იქცეოდა: პრინც უილიამის მომავალი მეუღლე ბევრს იღიმის და გამუმდებით ხელის ქნევით ესალმება გარშემომყოფებს. უფროსი დის პოზიციას არ იზიარებს პიპა, თუმცა საქორწინო ფოტოგრაფის მითითებებს ის გულდასმით ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ქეითის უმცროსი დის ქორწილი გაიმართება. ამ დღეს პიპა მილიონერ ჯეიმს მეთიუზის მეუღლე გახდება.