LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„9 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე, მეორე 6 წლის კი სახის დაზიანებით შემოვიდა“ – ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს

167
გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.

მისი ინფორმაციით, მათგან ორივე დაზარალებული ბავშვი მოზარდია, რომელთაგან ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდა:

პიროტექნიკის გამო ბათუმში ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

„ერთი, 9 წლის ბავშვი, ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით.

საბედნიეროდ, იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, – ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ“, – გუგა ქაშიბაძემ რადიო „თავისუფლებას“.

„რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითები დაკარგა, მათ შორის 16 წლის მოზარდია“ – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მისი თქმით წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:

ივანე ჩხაიძე: ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა

„ახლა გავიდა ახალი წელი და [პიროტექნიკის გამოყენება] კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, [დაზიანებულთა რაოდენობა] შედარებით შემცირებულია“. – აღნიშნა ქაშიბაძემ.