LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 70 წლის კაცს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – „საფარი“

126
Untitled design

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის, 70 წლის კაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინფორმაცია ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

“საფარის” ინფორმაციით, შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებული არასრულწლოვანი მომხდარი ინციდენტის დროს 9 წლის იყო.

მის ინტერესებს ორი წლის განმავლობაში “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, რომელიც დაზარალებულის მეზობელი იყო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია.

“9 წლის ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებას მისი მეზობლის მხრიდან. 2021 წლის ზაფხულში წარუდგინეს ბრალი სავარაუდო მოძალადეს და 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, – აცხადებს იურისტი თამარ ლუკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები