9 კვირის ჯუნიორ კოქს-ნუნის თმა ქუჩაში გამვლელებს გულგრილს არ ტოვებს. ბავშვის მამა, ჩელსი ნუნი ამბობს, რომ საყიდლებისთვის უკვე 2.5 საათი სჭირდება, რადგან მაღაზიაში ყველა აჩერებს, რომ ბავშვს თმაზე მიეფეროს.
როგორც ჩანს, ჯუნიორს ყურადღება ძალიან მოსწონს და ტირის, თუ დედა მისთვის ქუდის დახურებას ეცდება.
თმის გამო ბავშვს მეტსახელად „ბავშვი დათვი“ შეარქვეს.
ჯუნიორს, რომელიც ბრაიტონის სამშობიაროში 20 ივლისს დაიბადა, თმას ფენით უშრობენ, რადგან იმდენად ხშირი თმა აქვს, რომ ძალიან დიდი ხანი სჭირდება მის გაშრობას.