თბილისში მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა (სავარაუდოდ მეშვიდე სართულიდან) და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 123-საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. როგორც ცნობილია, შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.