9 ივლისს, 18:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გიორგი ცაგარელის პროექტი სახელწოდებით From Bach to Bach გაიმართება. პროექტის წარმდგენია „სილქნეტი“.
ივლისის პერფორმანსი, from Bach to Bach, გიორგი ცაგარელის იმ კონცერტების სერიის გაგრძელებაა, სადაც ირღვევა მუსიკის ჟანრებად დაყოფის მცნება და განკუთვნილია ყველა თაობისა თუ გემოვნების მსმენელისათვის.
ამ სერიის მთავარი კონცეფციაა – მსმენელს ერთ სივრცეში და დროში მიაწოდონ სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკა, რომელიც ორ მარტივ ცნებად იყოფა: მუსიკა რომელიც მოგწონს, ან მუსიკა რომელიც არ მოგწონს…
9 ივლისს, მსმენელის წინაშე პირველად წარდგებიან ეროვნულ სასახლეში გახსნილი გიორგი ცაგარელის სახელოსნოში გაერთიანებული მუსიკოსები.
Zagareli & Strings
ალექსანდრე კორძაია / Kordz
გიორგი გიგაშვილი Giorgi Gigashvili/გიორგი გიგაშვილი – Pianist/პიანისტი
ზურა ჯიშკარიანი / DILLA Dilla – ევრაზიული სამიზდატი / Eurasian Samizdat
DRO Popxman Dro
მხარდამჭერები:
National Palace • ეროვნული სასახლე
Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ბილეთის ფასი – 50 ლარი.