მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი +19, +24 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში კი მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან კი ისევ გამოიდარებს და დათბება.
თბილისში 9 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.