Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
9 აპრილის მონაწილის ემოციური მიმართვა: მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაჩემს… ხალხო, რა გჭირთ? ასეთი რა გული გაქვთ, თქვენც ხომ შვილები და დედები ხართ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილის მონაწილის ემოციური მიმართვა: მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაჩემს… ხალხო, რა გჭირთ? ასეთი რა გული გაქვთ, თქვენც ხომ შვილები და დედები ხართ

1188
ლელა ვეფხვაძე 99

უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. უსინათლოთა კავშირის შენობაში  მე-14 დღეა შიმშილობენ.

უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრი, ლელა ვეფხვაძე ხელისუფლებას და უსინათლოთა კავშირს  მიმართავს.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაჩემს. დედაჩემი ჩვენთვის ყოველ დღე ტირის.  ლუკმა ყელში არ გადასდის. გვაპატიე, დე, თქვენ იცით, რომ ჩვენ არასოდეს ვივლით უღირსები.

გვაპატიე, რომ ჩვენ გაგიმეტეთ ნერვიულობისთვის და ტირილისთვის.

მინდა, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მივმართო. მინდა, მივმართო უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობას.

თქვენც ხომ შვილები და დედები ხართ. ნუთუ ერთი ადამიანის მსხვერპლი უნდა გახდეს ამდენი ადამიანი.  მარტო ჩვენ არა, ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები.

ხალხო, რა გჭირთ ასეთი რა გული გაქვთ, გამაგებინეთ. როგორ უძლებთ ამ ყველაფერს, როგორ მოძრაობთ, როგორც სუნთქავთ. როგორ გძინავთ, მითხარით, რა “. – ამბობს ლელა ვეფხვაძე „ფორმულასთან“ საუბრისას.

„არავის მიუტანია გულთან, გული მწყდება… ვთხოვ დახმარებას ჩემთვის საყვარელ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“ – ლელა ვეფხვაძე

უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულები თითქმის ორი კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

„ჩვენ აქ ჩვენი ნიჭის, ჩვენი შესაძლებლობის რეალიზებას ვახდენდით და ამის საშუალებაც მოგვისპეს“ – უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულები შიმშილობას აგრძელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები