ვატიკანში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ 9 და 10 დეკემბერს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველ კონცერტებს წარმოგიდგენთ.
საღამოები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ – მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო – იანო ალიბეგაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ქეთევან ქართველიშვილი, ვადიმ შიშკინი.
გუნდისა და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები – სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე. შესრულდება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მიერ შეკრებილი ქართული საგალობლებისა და ხალხური საგუნდო სიმღერების საუკეთესო ნიმუშები, აგრეთვე, თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები.
გუნდის სოლისტები – ზვიად მიჩილაშვილი, გიორგი ხუნაშვილი, ირაკლი ტყვაცირია, სოლომონ გოგილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ვანო დვალიშვილი.
საღამოს დასასრულს, გაიმართება სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება და მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება.
პროექტის წარმდგენია ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt.
მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.
ბილეთები იყიდება საიტზე Biletebi.ge
სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“კონცერტს მართავს