LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

1133
23f1ab7ce2cac3e7fda5c23a0a5983ec_XL

საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. მიზეზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. შეგახსენებთ, რომ კომპანია 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ 12 აგვისტოდან მოძრაობა საქართველოს რკინიგზაზე სრულად განახლდება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები