ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი კლინიკაში გადაიყვანეს. The Hollywood Reporter-ის ცნობით, 89 წლის მსახიობი ჟენევაში მდებარე სახლის აბაზანაში წაიქცა. მას მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ლორენს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ მასთან, მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი ვაჟები, ედოარდო და კარლო პონტები იმყოფებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ლორენი საზოგადოების წინაშე ბოლოს ორი კვირის წინ გამოჩნდა, ის „ვენეციის კინოფესტივალს“ დაესწრო.