LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87-ჯერ დაქორწინებულ მამაკაცს კიდევ ერთი ქორწილი აქვს, 86-ე ცოლი მეორედ მოჰყავს

34
5687

ინდონეზიელი ფერმერი 87-ჯერ იყო დაქორწინებული და გადაწყვიტა ერთ-ერთ ყოფილი ცოლზე მეორედ დაქორწინდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Malay Mail ავრცელებს.

61 წლის მამაკაცი, სახელად კაანი აზუსტებს, რომ მისი 88-ე საცოლე, რიგით 86-ე ცოლი გახდა. მამაკაცს ადგილობრივებმა მეტსახელად პლეიბოი-მეფე შეარქვეს და მისი მორიგი ქორწილი დიდად არავის გაჰკვირვებია. თავად სასიძო ამბობს, რომ შეუღლების ინიციატორი ყოფილი ცოლი გახდა და მის სურვილს წინააღმდეგობა უბრალოდ ვერ გაუწია.

ინდონეზიელი ფიქრობს, რომ პატარძალი მასზე გიჟდება, არადა მათი ქორწინება თავის დროზე მხოლოდ 1 თვე გაგრძელდა. „მართალია, ერთმანეთს დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა ჩვენს შორის სიყვარული ისევ ძლიერია,“ – აღნიშნა ფერმერმა.

მამაკაცი პირველად 14 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული მასზე 2 წლით უფროსი იყო. დაშორება ცოლმა გადაწყვიტა, რადგან ქმარი ძალიან ცუდად იქცეოდა.

რამდენი შვილი შეეძინა კაანს 87 ქორწინებაში უცნობია, დაზუსტებული ციფრი ალბათ თავად მანაც არ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები