LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 მილიონი ლარით გაიაფებული რიყის დოქები ისევ არავინ იყიდა

101
rike23-850x560-2020-03-05_13-25-29_886047

ე.წ რიყის დოქების ისევ არავინ იყიდა. ობიექტით, 85 მილიონ ლარიანი ფასდაკლების მიუხედავად, მაინც არავინ დაინტერესდა, შესაბამისად, რიყის დოქების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული მეექვსე აუქციონიც ჩაიშალა.

ამჯერად, რიყის დოქები 10 მილიონ ლარად იყიდებოდა. საპრივატიზებო პირობების თანახმად, „რიყის დოქების“ მყიდველს უნდა აეღო 3 წლის ვადაში 20 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულება.

შეგახსენებთ, აქამდე ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 5-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები