LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე: ვახტანგ მეგრელიშვილი

464
მეგრელიშვილი

„84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით იგდებს თავს მძიმე მდგომარეობაში, რითიც მთელი ჩვენი ქვეყნის საბილურობას რისკავს.

„თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შეიძლება, მე სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მაინტერესებს.

80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე ბევრად მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები