83 წლის ამერიკელ მამკაცს დაბადების დღეზე განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთეს და Lambordghini-ს უახლესი მოდელით გაასეირნეს. ასეთი საჩუქარი დონალდ ჰამბრიტს მოხუცებულთა თავშესაფარში მოუმზადეს. საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ დონალდმა მეგობარ ქალბატონს თავისი სანუკვარი ოცნება გაუმხილა. მამაკაცს Lamborghini-ს სუპერქარი სურდა. სამწუხაროდ, მისი სურვილის ასრულება ბოლომდე ვერ მოხერხდა, თუმცა საყვარელი ავტომობილით გასეირნება მან მაინც შეძლო.
აღსანიშნავია, რომ სუპერქარები არამხოლოდ ამერიკელ, არამედ ბელგიელ პენსიონერებსაც ძალიან უყვართ. პოლიციამ დააკავა 79 წლის ბელგიელი ქალბატონი, რომელიც მაგისტრალზე 238 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც მოხუცმა განაცხადა, მას უბარლოდ გამოფხიზლება სურდა.