LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის როდსტერი Delahaye 25 მილიონ დოლარად შეაფასეს

71

82 წლის როდსტერი Delahaye 25 მილიონ დოლარად შეაფასეს. უნიკალური ავტომობილის გაყიდვის შესახებ განცხადება პორტალმა MotorGT-მ გაავრცელა.

Delahaye 135 1936 წლის მოდელია და ის მთლიანობაში 15 ეგზემპლარადაა გამოშვებული. მოდელი მთელი 15 წლის განმავლობაში პირად კოლექციაში ინახებოდა და მის საწყის ღირებულებად 25 მილიონი დოლარი სახელდება. Delahaye 135 Competition-მა ორიგინალური ძარა, გადაცემათა კოლოფი და ძრავი შეინარჩუნა. და რაც ყვეელაზე საინტერესოა, ავტომობილის მდგომარეობა Classic Car Club-ის ავტოექსპერტებმა 100-დან 100 ქულად შეაფასეს. რაც შეეხება როსდსტერის ტექნიკურ მახასიათებლებს, მას 2,5 ლიტრის ძრავი აქვს და 120 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის 4 დონიანი და მექანიკურია. უნიკალური სპორტქარი არაერთი სპორტული რბოლის გამარჯვებული გამხდარა და მისი აღზევების ხანა ძირითადად მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს ემთხვევა. როგორც მოსალოდნელია, Delahaye-ს მოსაპოვებლად რამდენიმე კოლექციონერი იბრძოლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები