82 წლის გერმანელ პენსიონერს მთავრობამ „ბოლო გაფრთხილება“ მისცა. Associated Press-ის ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია შემჩნეული, თანაც მრავალგზის.
ყოფილმა მეზღვაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი შემოსავლის გაზრდის სურვილი გახდა. საქმე ისაა, რომ მისი პენსია მხოლოდ 800 ევროს შეადგენს, ეს კი ძალიან ცოტაა. პროკურორი მოხუცი გერმანელის ციხეში ჩასმას ითხოვდა – მინიმუმ 34 თვით. მიზეზი მამაკაცის კრიმინალური წარსული იყო, რამეთუ ის პასუხისგებაში აქამდე 24-ჯერ იყო მიცემული.
თუმცა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ პირობითი სასჯელით შემოფარგლულიყო. ნარკოდილერის ასაკს სცეს პატივი და მისი დანაშაული „ნაკლებად სერიოზულ კანონდარღვევათა“ კატეგორიაში მოაქციეს. თუმცა, ეს იქნება ბოლო გაფრთხილება და თუკი 82 წლის მამაკაცს კიდევ გამოიჭერენ, აუცილებლად დააპატიმრებენ.