რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი რობერტ სტურუას და ელისო ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.
პროტესტის შინაარსი რამდენიმე მსახიობმა გააკრიტიკა. ერთ-ერთი იყო პაატა გულიაშვილიც.
ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის
“82 წლის ადამიანია. ამხელა ეპოქა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. რა უნდათ უბრალოდ ვერ ვხვდები. რას იხვევენ. მოგვივარდნენ აქ რეპეტიციაზე. როცა რაღაცა მშვენივრად მიდის არის ერთი ამბავი. რა დაიხვიეს ახლა. სანამ სამართლებრივად არ გადაწყდება, სხვას ვერაფერს ვერ იზამს”, – აცხადებს მსახიობი.