მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მან მედპერსონალს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული შრომისთვის და მორწმუნეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
მსოფლიო პატრიარქმა მიმდინარე წლის 3 იანვარს ინტერვიუ მისცა Vima tis Kyriakis- ს, სადაც მან თქვა რომ აუცილებლად აიცრებოდა.
„მე 81 წლის ვარ. იმ ასაკობრივ ჯგუფს განვეკუთვნები, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდებათ“. – აცხადებდა მსოფლიო პატრიარქი.
მისი თქმით, ვაქცინაცია მხოლოდ აუცილებლობით არაა განპირობებული.
„ეს არ არის მხოლოდ აუცილებლობით ან არჩევანით განპირობებული, არამედ კაცობრიობის მიმართ პასუხისმგებლობის განცდით. სწორედ ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა აიცრება და მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, აუცილებელია, პრევენციისთვის შემუშავებულ წესებს დავემორჩილოთ, რათა კიდევ მრავალი მსხვერპლი არ გამოვიგლოვოთ“,- აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომის პაპმაც უკვე გააკეთა არჩევანი და ვაქცინაცია გაიკეთა.
რომის პაპმა ფრანცისკემ და ყოფილმა პაპმა ბენედიქტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს