LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერაფრით ვხვდები, რა არის აქ სადისკუსიო, რატომ არის გაურკვეველი თბილისის სლოგანი.. თბილისი ჭეშმარიტად მშვიდობის ქალაქია” – კონსტანტინე ზარნაძე

169
Capture

გლდანის რაიონში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ფიქრობს, რომ დედაქალაქის მერის მიერ თბილისის საახალწლო სლოგანად “მშვიდობის ქალაქის” დასახელებას არაფრისმომცემი დისკუსია მოჰყვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ელისაშვილი საახალწლო სლოგანზე: რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი – ეს სჯობს ძვირფასო მერიავ

“დიდი და ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაფრისმომცემი დისკუსია მოჰყვა მერის მიერ თბილისის საახალწლო სლოგანად ,,მშვიდობის ქალაქის” დასახელებას.

ვერაფრით ვხვდები, რა არის აქ სადისკუსიო, რატომ არის გაურკვეველი თბილისის სლოგანი, რატომ გვჭირდება ამაზე საუბარი საერთოდ.

საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ადამიანის მთავარი უფლება სიცოცხლის უფლებაა, ამ უფლების შენარჩუნება კი მხოლოდ მშვიდობით შეიძლება!

კალაძე: საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული – რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?

ნებისმიერი სახელმწიფო, შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. დღეს, როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით საკუთარ მოვალეობას ასრულებს, თბილისი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მშვიდობის რეგიონულ ჰაბად.

ეს იმ დროს, როცა სამეზობლოში დიდი დაძაბულობა და არასტაბილურობაა.

თბილისი ჭეშმარიტად მშვიდობის ქალაქია და ეს უალტერნატივო მოცემულობაა!

ისინი ვინც ამ სლოგანს ეწინააღმდეგებიან, შეგვიძლია ლუსტრირებულ პოლიტიკოსებად განვიხილოთ, მათ ამით მხოლოდ საკუთარი თავი გამოაჩინეს”,- წერს კონსტანტინე ზარნაძე.

„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“ ჩანაცვლდა – მიზეზს კალაძე განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები