LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვასწავლიდნენ ქომაგობას: ყატარმა გულშემატკივრები იქირავა

137
sportschau-image-138207_v-original-scaled

გულშემატკივარი მოყვა თუ როგორ პირობებში გახდა ყატარის ნაკრების ფანი.

მან ითხოვა, რომ სახელი არ გაემჟღავნებინათ უსაფრთხოების მოსაზრების გამო. ასევე უცნობია, რომელი ქვეყნიდან არის ის.

„ყატარი ეძებდა არაბეთის ქვეყნებიდან მოხალისეებს. აგროვებდნენ ჯგუფს, შემდეგ ავარჯიშებდნენ სამი თვით – ასწავლიდნენ ქომაგობას. გვაძლევდნენ მატჩის ბილეთებს, უზრუნველყოფდნენ საცხოვრებელს, კვებას, გადაადგილებას.

ჩვენ ყველა ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ, ხოლო დეკემბრიდან უკვე ყველა ჩვენ ქვეყნებში მივფრინავთ“, – თქვა დაქირავებულმა გულშემატკივარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები