„80 წლის ქალი იმას რომ დავტირი, როგორ უნდა ვიყო, მითხარით?! ვინ დაუსჯიათ, რომ ისინი დასაჯონ“ – ამის შესახებ თამაზ გინტურის დეიდამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის ამბობს, სოფელში დაცულად თავს ვერავინ გრძნობს.
„მთელი სოფელი არ ვეგუებით, მაგრამ მაგან [თამაზმა] გარისკა ეგ იყო ჩვენი სალოცავი..
დაცულები ჩვენ არასდროს ვართ, როგორ ვიქნებით?! სოფელში დადიან რუსები,“ – ამბობს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დეიდა.
“80 წლის ქალი იმას რომ დავტირი, როგორ უნდა ვიყო, მითხარით?!” | თამაზ გინტურის დეიდა
“80 წლის ქალი იმას რომ დავტირი, როგორ უნდა ვიყო, მითხარით?! ვინ დაუსჯიათ, რომ ისინი დასაჯონ?!” | თამაზ გინტურის დეიდა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2023
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ