LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის პენსიონერი ყოველ დღე Ferrari F40–ით დადის

46
ferrari2010121

80 წლის ამერიკელმა ჯონ კლაუერმა გადაწყვიტა, Ferrari F40–ის ფლობის ემოცია გაეზიარებინა. მამაკაცის განცხადებით, მიუხედავად საპატიო ასაკისა, ის ყოველ დღე, ნებისმიერ ამინდში 478 ძალის სუპერქარით გადაადგილდება.

ჯონ კლაუერი სტაჟიანი კოლექციონერია. 80 წლის განმავლობაში მამაკაცმა 20–მდე სუპერქარის გამოცვლა მოასწრო, მათ შორის 15 განსხვავებული Ferrari, Lamborghini Aventador, ასევე McLaren 675 LT იყო. ჯონიმ აღიარა, რომ „ავენტადორი“ მისთვის ძალიან განიერი აღმოჩნდა, „მაკლარენს“ კი ის სადღესასწაულო დღეების ავტომობილად იყენებს.

ამერიკელის ცხოვრებაში მთავარი ბრენდი სწორედ იტალიური „ფერარია“. ამჟამად პენსიონერი ლეგენდარული Ferrari F40–ით ტკბება და მას ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებს. ჯონი ირწმუნება, რომ ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერქარის დამსახურებით ის მხოლოდ განსაკუთრებულ ემოციებს განიცდის და მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის ახალგაზრდა რჩება.

Ferrari F40 1987 – 1992 წლებში გამოდიოდა. სუპერქარი 2,9 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი და 478 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 4,1 წამი სჭირდება. ლეგენდის მაქსიმალური სიჩქარე 324 კმ/სთ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები