LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80%-იანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს მაჩვენებელი 57%-მდე შემცირდა – ოთარ შამუგია

55
ipiccy_image

ჩვენ 80%-იანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს მაჩვენებელი 57%-მდე შემცირდა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მისი თქმით, ეს იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო მეწარმეებთან ერთად ახორციელებს.

„წლების განმავლობაში, ღვინის ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით, შესაბამის პროექტს ვახორციელებთ, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტო არის ჩართული და ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დეგუსტაციების, გამოფენების სახით.

გარდა ამისა, რაც შარშან, წლის ბოლოს შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს ჩვენი მეწარმეებისთვის, ეს არის დამატებითი შეთავაზება, რომ მათ თვითონ გაიღონ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის კონკრეტულ ქვეყნებში და ჩვენ მათ გაწეულ მარკეტინგულ ხარჯებს დავუფინანსებთ, თუ იმ პირობებს დააკმაყოფილებენ, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ერთი მხარდაჭერა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ მათ სხვადასხვა ბაზრის ათვისება შეძლონ და მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ“, – განაცხადა შამუგიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები